ალექსიძე ზაზა ნიკოლოზის ძე
ალექსიძე ზაზა ნიკოლოზის ძე

ალექსიძე ზაზა ნიკოლოზის ძე (18.X.1935, თელავი - 24.I.2023, თბილისი), ისტორიკოსი, ფილოლოგი, არმენოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე. ისტორიის მეცნ. დოქტორი, თსუ-ის  პროფესორი. ღირსების ორდენის  კავალერი. დაამთავრა თსუ-ის  ისტ. ფაკ-ტი (1958). იყო ხელნაწერთა ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (1958–1968);  ისტ., არქეოლ. და ეთნოგ. ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1968–1979 ); თსუ-ის არმენოლოგიის კათედრის გამგე (1979–2006); ხელნაწერთა ინ-ტის დირექტორი (1989–2006); იყო ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრის კოდიკოლოგიის დეპარტ. ხელმძღვ. (2006-დან), თსუ-ის სრული პროფ. და არმენოლოგიის პროგრამის ხელმძღვ.,  საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოს-მდივანი (2002–2004); საქართვ. მეცნ. აკადს.პრეზიდიუმის წევრი (2002–2004). ფლობდა ინგლისურ, გერმ., ფრანგ., იტალ. და სომხ. ენებს. არის 130 სამეცნ. ნაშრომისა და 15 წიგნის ავტორი. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „ეპისტოლეთა წიგნი“(1969), ხოლო სადოქტორო დისერტაციის დაიცვა თემაზე: „ადრეული შუა საუკუნეების კავკასიისა და საქართველოს კულტურისა და იდეოლოგიის პრობლემები“ (1984).

თხზ.: ალექსიძე, ზ. (1978). ატენის სიონის სომხური წარწერები. თბ., მეცნიერება; ალექსიძე, ზ. (1983). ატენის სიონის ოთხი წარწერა. თბ., საბჭ. საქართვ.; ალექსიძე, ზ. (1998). ალბანური მწერლობის ძეგლი სინას მთაზე და მისი მნიშვნელობა კავკასიოლოგიისათვის. თბ., ლოგოსი; ალექსიძე, ზ. (2003). კავკასიის ალბანეთის დამწერლობა, ენა და მწერლობა = Caucasian Albanian Script, Language and Literature: აღმოჩენა სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში. თბ., ბიბლ.-თეოლ. ინ-ტი, ISBN 9994075519; ალექსიძე, ზ. (2015). ქრისტიანული კავკასია : ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი = Caucasus Christianus : Historical and philologian studies. ტ. 2. თბ., შპს ,,ფავორიტი პრინტი“, ISBN: 9789941029950 (ტ. 2); ალექსიძე, ზ. (2015). თეოლოგიური პოლემიკა კავკასიაში : VI საუკუნე = Theological controversies in the Caucasus : 6th Century. თბ., არტანუჯი, ISBN: 9789941445910.